ნინო ბურჯანაძე ნატო-ს ყოფილ გენერალური მდივნს წერილს უგზავნის

„ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და „დემოკრატიების ალიანსის“ შემოთავაზებულ დოკუმენტს „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორისო პრინციპებს “ უერთდება.

ნინო ბურჯანაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

,,პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ „არჩევნებში კეთილსინდისიერი საერთაშორისო პრინციპების“ იდეისა და შემოთავაზებისთვის, ასევე იმ უწყვეტი ყურადღებისა და დახმარებისთვის, რომელსაც ქართული დემოკრატიის განვითარების მიმართ იჩენთ. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით დასაფასებელია ამ ურთულეს, პანდემიურ წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის ფასს.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდამეათე წლის თავზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და შედეგად პოზიტიური ცვლილებები მივიღოთ.

ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ წარსულის გამოცდილება და ქვეყანას არასტაბილურობა და დაძაბულობა თავიდან ავაცილოთ.

ჩვენი ორგანიზაციების მიზანია 2020 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და დაცული გაყალბებისგან, დეზინფორმაციისგან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან, დაშინებისგან, მორალური და ფინანსური ზეწოლისგან. დაარსების დღიდან ჩვენი პარტია – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა,“ ამ ყველაფრის მსხვერპლი არაერთგზის ყოფილა.

ჩვენს გუნდში არაერთი ყოფილი პოლიტიკური პატიმარია, რომლებიც მხოლოდ 2013 წელს გათავისუფლდნენ. მათი აქტიური ჩართულობა ამ არჩევნებში განსაკუთრებული მოტივაცია იქნება და დიდ როლს ითამაშებს ამ შეთანხმების შესრულებაში. ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. ბოლო ასეთი დოკუმენტი IRI-ის ხელშეწყობით შედგა.

როგორც „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ჩემი გუნდის სახელით დიდი ენთუზიაზმით და იმედით ვუერთდები და ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას.

პატივისცემით, ნინო ბურჯანაძე – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე.  

მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

"მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი"-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს მე...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა...

კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს...

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ...

ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია- ალიევი საქართველოზე

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ...

მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს....

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს – ვიდეო

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა ზუგდიდში...

გლდანის ციხის საკარანტინე სივრცეში ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის #8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური სამსახურში  აცხადებენ, რომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო