რა თქმა უნდა, ისიც ნიშანდობლივია, რომ ევროპულ სივრცეში, ვინც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ღია სიმპატიებს გამოხატავს და ამბობს, რომ ყველაფრის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი მიეცითო, არის – მაგალითად, ირლანდიის პარლამენტში ორი პუტინისტი, მემარცხენე ექსტრემისტი, რომელსაც უკრაინის საწინააღმდეგო და ანტიდასავლური განწყობები აქვს. ასევე, არის ბატონი ორბანი, რომელივ გამოირჩევა პუტინის რუსეთის მიმართ დაახლოებული პოზიციებით, თუნდაც NATO-ს გაფართოებაზე. სამწუხაროდ, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების საპირისპირო პოზიცია აქვს და ასეთი ხალხი რომ სიახლოვეს იჩენს რეჟიმის მიმართ, ეს ნიშანდობლივია. მეორე მნიშვნელოვანი ამბავია, თუნდაც, ასეთ ხალხთან რა არის ჩვენი გზავნილი. იმის ნაცვლად, ასეთ ხალხთან შეხვედრას იყენებდე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, რუსეთის წინააღმდეგ პოზიციის გამყარებისთვის, ამის ნაცვლად, ერთ ხმაში უყვავებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.