ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ნოვატ) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველ პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ შეწყდა.
“მოლაპარაკებების შედეგად, მხარეების შეთანხმებით, ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყდა”, – წერია განცხადებაში.
გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რუსული მხარე აცხადებდა, რომ ნინო ანანიაშვილის მიერ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე, დასის უპატივცემულობა იყო.
9 იანვარს თეატრმა კონტრაქტი დროებით შეაჩერა და გადაწყვიტა, რომ საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელისა და ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილიყო.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. პრიმა–ბალერინა აცხადებდა, რომ პარალელურად ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩებოდა.