აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არ სჭირდება და ქვეყნებში(იტალია, ჩეხეთი და ესპანეთი) სადაც მკურნალობენ ამ მედიკამენტით და არის უკვე გამოცდილება.
“ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, ჯანმოს რეკომენდაცია არ სჭირდება ჯანდაცვის მინისტრს და თამარ გაბუნიას, რადგან ეს ფრაზა არ გაჟღერებულა. საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანო მედიკამენტი არის შემოტანილი ჯანმოს რეკომენდაციის გარეშე. რა არის რეკომენდაცია? თქვენი რეკომენდაცია უნდა იყოს ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანა. 16 თვე და 8 დღე-ღამეა მშობლები გელოდებით. ნუ გამოგვიყვანეთ წყობიდან, ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება” – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი, სალომე გაბელაშვილი.