“დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მთელ საქართველოს! ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თავისუფალი და გამარჯვებული. მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე. არშეშინება, ბოლომდე შეტევა!

ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების, მე არ მეშინია, ვიბრძვით ბოლომდე! ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ, საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებას და თითოეული ჩვენგანის ბედნიერებას.

რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ძალიან სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ დიქტატურისგან და ოლიგარქებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა! მთავარია არჩამოშლა, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, როგორც მოწინავე ქვეყანა”

მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებმაც დაბადების დღე მიულოცეს.