“ოდესის პორტში რუსული რაკეტა, ერდოღანისთვის და გუტიერეშისთვის სახეში შეფურთხებაა”- ასე ეხმაურება, უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო ოდესის პორტზე რუსულ სარაკეტო თავდასხმას.
„რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.
ცნობისთვის, ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.