“გასაგებია, თავმჯდომარე იყო [ნაციონალური მოძრაობის], ოდესღაც მეც ვიყავი ენმ-ში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ ვინმეს კარი ჩავუკეტოთ. პირიქით, ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე საკმაოდ წონადი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. ძალიან მიხარია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მესამე ძალის იდეას დაუჭიროს მხარი. იქ სადაც სიმართლეა, ყველა უნდა გავერთიანდეთ, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებისთვის, კარგად დავფიქრდეთ, ამ არჩევნებზე იგივე არჩევანს აკეთებთ, რომელიც იყო და იმ მოჯადოებულ წრეში ვართ, თუ აგერ, ბატონო, მესამე ძალა…”

განაცხადა “მესამე ძალის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “მესამე ძალას” შეუერთდა.