უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან 103 დღეში დაკარგეს:
ჯარისკაცი – დაახლოებით 31 250;
ტანკი – 1 386;
ჯავშანტექნიკა – 3 400;
საარტილერიო სისტემა – 690;
სარაკეტო სისტემა – 207;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96;
თვითმფრინავები – 211;
ვერტმფრენი – 176;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 551;
საკრუიზო რაკეტები – 125;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 395;
გემი/ნავი/კატარღა – 13;
სპეციალური აღჭურვილობა – 53.