ოკუპანტები უკრაინაში ძაღლებს ჭამენ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვების პრობლემის ძაღლების ჭამა დაიწყეს. ამას მოწმობს რუსი სამხედროს მიმოწერა, რომელიც უწყებამ მოიპოვა.

“ძაღლებს ვჭამთ, საჭმელი არაფერია. დღეს იორკი ვჭამეთ. იორკშირ-ტერიერი”,– მიწერა ოკუპანტმა მეგობარს ხერსონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან.

დამპყრობლის თქმით, მათ საკვები არ აქვთ, რადგან არმიას ლოჯისტიკა აკლია და საკვებს ვერ აწვდიან. მან თავის მეგობარს ფულის სესხება სთხოვა, თუმცა მან უპასუხა, რომ ფინანსური პრობლემები აქვს.