ერთ დღეში მტერმა მეორედ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით 11:30 საათზე, კიევს ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ჩრდილოეთის მიმართულებიდან სულ 11 ისკანდერის რაკეტა იყო გასროლილი. საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ყველა სამიზნე განადგურდა.

წერს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.