უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 7 სექტემბერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ხერსონის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ. გოლაია პრისტანის მახლობლად, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, მტრის დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 70 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი დაიღუპა.
უკრაინელმა სამხედროებმა ტავრისკის მახლობლად “აკაციას” ტიპის ორი თვითმავალი ჰაუბიცა და კიდევ ორი სხვა თვითმავალი ჰაუბიცა გაანადგურეს.
”ცნობილი გახდა, რომ ხერსონის მიმართულებით მოქმედმა მტრის ერთ-ერთმა საარტილერიო ბატალიონმა დაკარგა პერსონალისა და აღჭურვილობის 60%-მდე და ის ახლა ბრძოლისთვის ქმედუუნაროდ ითვლება”, – ნათქვამია ანგარიშში.