ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტესტი ასლან ბჟანიას რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული და არა – რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ

“ეს არ არის ანტირუსული აქცია” – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ე.წ. ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ საპროტესტო აქცია მიმართულია ასლან ბჟანიას რეჟიმის წინააღმდეგ და არა – რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ.

“მიტინგის მონაწილეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა, ასლან ბჟანია თავისი მმართველობის წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ეს ურთიერთობები საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებინა, მანიპულირებდა [ამ ურთიერთობებით], რათა გაეძლიერებინა საკუთარი რეჟიმი.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ [ბჟანია], რომ ასეთი რიტორიკა და აშკარა ტყუილი, რომელსაც ბჟანია არ ერიდებოდა, გავლენას მოახდენდა არა რუსეთთან ურთიერთობაზე, არამედ უფრო მეტად – აფხაზეთის შიდა მდგომარეობაზე. ამ მანიპულაციებს მხოლოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვა, რამაც პირველ რიგში თავად ბჟანიას დაარტყა და არა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს.

დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ არა იმისთვის, რომ ჩვენს მოკავშირეებს დაუპირისპირდნენ, არამედ იმისთვის, რომ აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრეები, რომლის მისაკუთრებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა.

აფხაზ ხალხს ყოველთვის ერთი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: მოქალაქეების ინტერესების დაცვა. მიუხედავად ამისა, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი დღემდე არ აპირებდნენ ხალხის ხმის მოსმენას.

აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ნაწილმა მხარი დაუჭირეს აქციის მონაწილეებს, რაც კიდევ ერთი დასტურია აფხაზი საზოგადოების ერთიანობის, როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობისა და სამშობლოს დაცვის საკითხი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ქვეყნის მოქალაქეს აერთიანებს”- ნათქ