ონლაინმედია OC Media-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რამაც მათი ვებსაიტი მწყობრიდან გამოიყვანა. მათი განცხადებით, საიტზე ათასობით ყალბი ანგარიშიდან შესვლის მცდელობის შედეგად ვებსაიტი საათის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. გამოცემის ცნობით, ხუთშაბათს საღამოს OC Media-ს ტექნიკურმა გუნდმა გადაჭრა პრობლემა და შეტევა დაბლოკა, თუმცა თავდამსხმელების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
OC Media-ს განცხადებით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მსგავსი შეტევები ახალი ამბების საიტებსა თუ სამთავრობო სააგენტოებზე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც განხორციელდა. გამოცემის ინგლისურენოვანი სერვისის რედაქტორი, რობინ ფაბრო, მიანიშნებს, რომ თავდასხმის დრო შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს მიმდინარე ომთან.
ცნობისთვის, გუშინ კიბერთავდასხმა განხორციელდა გირჩი TV-ზეც.