ოპოზიციამ გადაწყვიტა, დაგეგმილი აქციების ნაწილის ფორმატი შეცვალოს, ნაწილი კი გადადოს. კერძოდ, ხვალ, 4 მარტს საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, 13 მარტის აქცია კი 20-მდე გადაიდება.
ენმ–ს წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მცირე აქციების, მათ შორის, სასამართლოსთან დაგეგმილი აქციის ფორმის შეცვლაზე კვლავ იმსჯელებენ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქციები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად არ გამოიყენოს.
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი განახლდა.