ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ კანონი არ გაიტანონ – დანარჩენი არის ქართველ ხალხზე – ხაბეიშვილი

ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ კანონი არ გაიტანონ – დანარჩენი არის ქართველ ხალხზე – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ აქციას მართავენ.

“ერთ საათში არის ბიუროს სხდომა. ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე. ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ. არ დავნებდეთ!” – აცხადებს ხაბეიშვილი.