ოპოზიცია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად, აცხადებს “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

“ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.

აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი”. განაცხადა მამუკა მდინარაძემ.