ოპოზიციის როლი მარტო წივილ-კივილი არ არის, შეცდომას ვუშვებდი – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის როლი არა “წივილ-კივილი”, არამედ საკანონდებლო ცვლილებების მომზადებაა.

“კანონები გამზადებულია, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, 1 თვეში შევძლებთ ყველა საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც ამ უსამართლობას გაასწორებს ქვეყანაში. აბა, საპარლამენტო ინსტიტუცია მეტი რა არის, თუ არა ხალხის ინტერესების დაცვა, აბა, ოპოზიციის როლი მარტო წივილ-კივილი კი არ არის, ეს არის საკანონმდებლო აქტები, სიღრმისეული მსჯელობა”,– ამბობს ვაშაძე ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, მე-8 მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია წივილ-კივილზე იყო ორიენტირებული, რაც შეცდომაა.

“მეც ვიყავი 2012-2016 წლებში და ვფიქრობ, რომ შეცდომას ვუშვებდი, რომ წივილ-კივილზე ვიყავით ორიენტირებული მაშინ ის გუნდი. ძალიან ცოტა საკანონმდებლო აქტი გვაქვს რეგისტრირებული, არადა 50 ვიყავით. ჩვენ დავუკარგეთ საპარლამენტო ინტიტუციას კვანძი ხალხთან, ოპოზიცია უნდა იყოს ხალხის ხმა პარლამენტში და არა მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილი”,– აღნიშნა ვაშაძემ.

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლება" ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის...

გორში პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ის კლინიკაში გადაიყვანეს

გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით,...

“სტალინი უნდა გადმოვასვენოთ” – გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

კომუნისტი გრიშა ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის გორის მერობისთვის იბრძოლებს. გამარჯვების შემთხვევაშის თავის ამომრჩეველს...

მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო ქიზიყელებს წარმოვადგენ?! – პაპუაშვილი კვოტირებაზე

"არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ...

კელი დეგნანი ჩვენზე მეტად ფიქრობს საქართველოს წარმატებაზე – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოწოდებას მოსამართლეები არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით. პარტია...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...