ოპოზიციური პარტიები პარლამენტს უნდა დაუბრუნდნენ – ჯეიმს აპატურაი

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს, ამიტომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკანიანის ვიზიტი გენერალურ მდივანთან და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსთან დროული იყო. ღია და კონსტრუქციული დისკუსიები შედგა რიგ საკითხებზე. როგორც ყოველთვის, NATO საქართველოს მხარს უჭერს.

ჩემი მთავარი დასკვნაა: მოცემული სიტუაციის გააზრებით, კოვიდის კრიზისის, რეფორმების გაგრძელებისა და გაუმჯობესების საჭიროების გამო, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები პარლამენტს უნდა დაუბრუნდნენ, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყოველი პარტია პოლიტიკური პროცესის საერთო განვითარების გზაზე უნდა შეთანხმდეს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს შუამავლობის მცდელობებს, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს”,– წერს აპატურაი Facebook–ზე.