“ორი დღეა ტალახს ვისხამთ ყველა ოპოზიციონერი მის ტალახს ვპასუხობთ “- ამის შესახებ, “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ნინო ბურჯანაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დაისვა. მისი თქმით, 2 დღეა ნინო ბურჯანაძის მისამართით ნასროლ ტალახს მთელი ოპოზიციური სპექტრი პასუხობს. ამის შესახებ, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა, “სპექტრში” ისაუბრა.
“პოზნერთან რომ ინტერვიუში ქალი ზის და ამბობს რომ საქართველომ ომი დაიწყო და საქართველოს არჩევანი ჰქონდა, სიტყვა პროვოკაციაც კი არაა ნახსენები, პირდაპირ ჩვენებას აძლევს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მართალია.. ორმაგი სტანდარტით ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ. სანამ დასავლური ვექტორი არ გაემიჯნება ზუსტად პოზნერისნაირს ოღონდ პოზნერს ფორა აქვს რადგან ჩემი საქართველოს მოქალაქე არაა და რუსეთის ჩაბეტონებული მოქალაქეა აშშ-ში და მე მას ნაკლებს ვთხოვ. მაგრამ ჩემი ქვეყნის მოქალააქე რომელიც ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს ხალხი ამას არ გვაპატიებს. ჩემ კოლეგებს მივმართავ, ერთად ვართ მაგრამ არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი ბრძოლის დროს. არ გვაპატიებს ხალხი და ორი დღეა ტალახს ვისხამთ მეც და ყველა ოპოზიციონერი ფეისბუქში და მის ტალახს ჩვენ ვპასუხობთ. ეს არის 2017 წლის ინტერვიუ.”- ამბობს თაკო ჩარკვიანი.