ოცნებამ “პატრონების” გამო დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ – გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ  მისი სუს-ში მუშაობის პერიოდში ”ქართული ოცნების” მოთხოვნით დაინიშნა 2 ელჩი, რომელიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა. დანიშნული ელჩების გადანიშვნის დრო, სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდშია. სოსო გოგაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატებს, რომელთაც ინფორმაციაზე წვდომა აქვთ, კონკრეტული გვარების მიწოდებას სთავაზობს.

“Груსული ოცნება – ნაწილი 3  რუსეთის აგენტი ელჩები

საგარეო საქმეთა სამინისტრო იქამდე, სანამ რომელიმე ქვეყანაში წარადგენს საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს, ის სუსში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუსის ფუნქციაა გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს ,,თავისუფლების ქარტიაც’’ თუ კანდიდატი ირიცხება ,,სუსის’’ აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჩემი სუსში მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ ბუნებრივია შეაწუხეს თავის ,,პატრონი’’, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. ,,შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო’’ – თქვა გომელაურმა. ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე რა ხდებაო. მე მას ავუხსენი ყველაფერი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ, მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე.

ამ ,,ელჩების’’ გადანიშვნის პერიოდი ჩემი ვარაუდით ახლა უწევს და არ არის გამორიცხული, ეს უკვე პრეზიდენტის მაგიდაზე იდოს. სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელთაც აქვთ წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, შემიძლია მივაწოდო კონკრეტული გვარები.

პ.ს ამ ,,ინციდენტის’’ შემდეგ გოგა ხაინდრავა გადამემტერა. იყო კიდევ ორი ,,ინციდენტი’’, რომელიც არ არის პირადული და მე საზოგადოებას ამის შესახებ მივწვდი ინფორმაციას, რადგან ეს საკითხები ეხება ადამიანების უფლებების დარღვევებს.

სოსო გოგაშვილი

306 საკანი.” წერს გოგაშვილი

რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს “არმიაზე ფეიკების გავრცელებისთვის“ 8.5 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკოს ილია იაშინს (რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის  აგენტად აღიარებული) 8.5 წელი...

“დოჟდის“ჟურნალისტს ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს.ის საქართველოში ცხოვრობს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესასვლელად „შავ სიაში“ შეიყვანა ტელეარხ „დოჟდიდან“ (რუსეთში შეტანილი „უცხოური...

ლუკაშენკოს თქმით, 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2020 წელს NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა. "თქვენ ამისთვის ...

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, მთავრობა უკრაინაში გენერატორებს აგზავნის

საზოგადოებისგან კრიტიკის შემდეგ, მთავრობა, მთავრობა გენერატორებს შეისყიდის და უკრაინაში გაგზავნის. საკითხის შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე...

დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს – პუტინი

"დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 14 დეკემბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სააკაშვილის სასამართლო, სადაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო...

აბასთუმნის მაგალითმა წარმოაჩინა, როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუციებს – TI

ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად იყენებს, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს,...

ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან ძალიან რთული იქნება – გაიდაი

"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის მომზადებული რუსული ჯარი, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლები მოიპარა და მისი თანაშემწე დაჭრა, 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი...