“ოცნებასთან” ვიწყებ ურთიერთობას და ოპოზიციასთან როგორ ვერ “დავრესტარტდები” – ამის შესახებ, პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“ის ადამიანები, რომლებთანაც მე მქონდა კონფლიქტი ამ პერიოდის განმავლობაში, ოპოზიციასთან, მე მინდა, რომ “დავრესტარტდე” ამ ხალხთან და კიდევ ერთხელ ვაჩვენე ფეიბსუქ ლაივით, რომ ის კონფლიქტები, რომლებიც, ჩემი აზრით, თითიდან იყო გამოწოვილი ასე მარტივად მოგვარდა შემოვიდნენ პარლამენტში. ალბათ, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მე მზად ვარ, ნებისმიერი ოპოზიციონერთან. ახლა მე ქართულ ოცნებასთან ვიწყებ ურთიერთობას და რას ბრძანებთ, ოპოზიციასთან როგორ ვერ “დავრესტარტდები”.”- განაცხადა მეგრელიშვილმა.