“რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა IRI-ის კვლევა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რა პროცენტიც ამ ორგანიზაციამ რომელიღაც კაბინეტში დაგვიწერა, იმიტომ, რომ რეალურად რაღაც გაყალბებული დოკუმენტი იყო, იმ პროცენტზე მეტი ამომრჩეველი მივა დღეს ქვეყნის მასშტაბით იმ ოლქებში, რომლებშიც არჩევნები მიმდინარეობს. ხაზგასმით ვამბობ, ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა და დღეს ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში- „ქართულ ოცნებას“ ვერ გაუბედეს, რომ კონკურენტები დაეყენებინათ. ამიტომ, ის პარადოქსი, რომელსაც ისინი კადრულობენ, რაიმენაირად გვერდზე უნდა გადაწიონ და ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, რასთან აქვთ საქმე, როდესაც ერთი მხრივ, ასეთი მტკიცებულებები ჩნდება და მეორე მხრივ ჩნდება კვლევები, რომელსაც საერთო რეალობასთან კი არ აქვს, არამედ 30%-იანი ცდომილებით არის ხოლმე გაყალბება”
აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე საუბრისას, სადაც მხოლოდ “ოცნების” კანდიდატები მონაწილეობენ.