ოცნება ამომრჩევლებს ესაუბრება, რომ სადღაც მოვიგებთ, სადღაც წავაგებთ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებს არ დავნიშნავთ. ასე აგულიანებენ საკუთარ აქტივისტებს, რომ 2 ოქტომბერს გვიან საღამოს უბრალოდ პარტიული ინფრასტრუქტურა არ ჩამოეშალოთ. აუცილებლად ჩამოეშლებათ! მათი კვლევის შედეგები, რომ დაწერენ და აცხადებენ, თავის პარტიის წევრებსაც არ სჯერათ.
ვინღა ჰკითხავთ? მაინტერესებს, ვინ გამართავს ბრიფინგს და იტყვის, რომ ჩვენ დავმარცხდით, ვერ ავიღეთ შესაბამისი პროცენტი და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ინიშნება.
მე მეკითხებიან, რომ არ დანიშნონ ახალი არჩევნები? ეს ადამიანები იმას უშვებენ, რომ თბილისი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი წააგონ, ანუ პირველი ტურის შემდეგ უკვე ოპოზიციური იყოს ეს ქალაქები, თვითმმართველობის უმრავლესობაში ოპოზიციაა და ქართულ ოცნებას უნარი შესწევს წაგებული ქალაქების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენის? ესენი რომ ქალაქებს წააგებენ, ვინ არის იქ რამე პროცესის წარმმართველი, ბატონი კობახიძე? საკუთარ ბუშტში არიან, ამხნევებენ ერთმანეთს და ეუბნებიან, რომ მაგრად დადექით, საღამოს 10 საათზე, 2 ოქტომბერს არ ჩამოიშალოთ. ჩამოიშლებიან, ეს მათი ტკივილია. მე კი მინდა რომ არ ჩამოიშალონ, ცოტა ხანი დაყონ ოპოზიციაში. 1 საათი არ აქვთ ოპოზიციაში გატარებული და პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი”
აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში.