პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, დღეს “ქართული ოცნება” იმდენად ძლიერია, რომ მის კონკურენტებს წინასაარჩევნოდ მხოლოდ პროვოკაციები დარჩათ.
გახარიას თქმით, მისი პარტია სამართლიან ბრძოლაში გაიმარჯვებს.
“ყველანი კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის დღეს ქართული ოცნება“წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ მინდა ჩვენ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. ქართული ოცნება დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს კონკურენტებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება”. – თქვა გიორგი გახარიამ.