”ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის დამტკიცებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრამდე პარლამენტის  თვითგამოცხადებულმა დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამა 2025-2028 – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ განიხილეს.

მინისტრთა კაბინეტი ასეთია:

  • პრემიერი – ირაკლი კობახიძე
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი
  • იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი
  • ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი
  • კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე

25 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა.