ქართული ოცნების ლიდერებმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყეს. შაბათს ყველა ლიდერი ბათუმში ჩავიდა. ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა.
პარტიის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ და
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
23 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.
„ქართული ოცნების” ლიდერებმა ბათუმის ახლადაშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.ფოტოზე ჩანს, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ფეხბურთის თამაში სცადა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. 2023 წელს სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ბათუმის სტადიონის ასაშენებლად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი გამოიყო.
პარტიის ლიდერებმა ბათუმის ბულვარში ერთობლივად გაისეირნეს.