ოცნების ოფისთან, სადაც ზეიმისთვის ემზადებიან, ჯაფარიძე გიტარით მივიდა (ვიდეო)

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც წინასწარ ემზადებიან გამარჯვების აღსანიშნავად და სცენის მოწყობა დაიწყეს, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა.

იქ მყოფ ადამიანებს ჯაფარიძემ ჰკითხა, რომელზე იწყებდნენ ზეიმს, რაზეც მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ 8 საათზე დაიწყებენ.