პანდემიის ფაზამ გადაიარა, მაგრამ კოვიდ-19 ჯერ ისევ აქაა – ფაუჩი

ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კოვიდ-19 შეერთებულ შტატებში “პანდემიის ფაზიდან გამოვიდა”. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი კვლავ აგრძელებს ამერიკელთა ინფიცირებას, არის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევებიც, შესაძლოა, რომ კოვიდ-19 თანდათან ენდემიური დაავადების სახეს იღებდეს.

ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნული განცხადება სამშაბათს, ამერიკულ საზოგადოებრივ რადიოსთან “ფი-ბი-ესი” (PBS) ინტერვიუში გააკეთა. ჩვენ “აღარ გვაქვს დღეში 900 000 ახალი ინფექციის და ათობით ათასი ჰოსპიტალიზაციის, თუ ათასობით სიკვდილობის მონაცემი” – ამბობს ფაუჩი. მისი თქმით, ომიკრონის ვარიანტის ახალი ტალღის შემოტევის შემდეგ, ახლა კორონავირუსის მონაცემები ამერიკაში გაცილებით დაბალია და შესაძლოა ეს იყოს ენდემიურ დაავადებაში გადასვლის ფაზა.

თუმცა, მას მოგვიანებით ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია. ოთხშაბათს, “ვაშინგტონ პოსტთან” კომენტარში, ექიმი ფაუჩი ამბობს: “მსოფლიოში ჯერ კიდევ პანდემიაა. ეს ეჭვგარეშეა. ამის სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. ჩვენ ჯერ ჯიდევ პანდემიაში ვართ” – განაცხადა მან.

მართალია, ამერიკაში ბოლო თვეებში პანდემიის მონაცემებმა ზამთრის თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ბოლო კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, მაინც 25%-ით მოიმატა. ამასთან, ჯანდაცვის სპეციალისტებს თვალი უჭირავთ მაღალი გავრცელებით გამორჩეულ ახალ ვარიანტებზე და მათ შესაძლო თანმხლებ რისკებზე.

დღეისთვის კოვიდ-19-ის საბოლოო მონაცემები ამერიკაში ასე გამოიყურება: 81 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა და 992 000-ზე მეტი გარდაცვალება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის მიხედვით, ამერიკა კოვიდ-19-თან თანაცხოვრებას ცდილობს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ახლა ადამიანებს პანდემიასთან ბრძოლის მეტი ინსტრუმენტი აქვთ: ვაქცინაცია, დამატებითი დოზები და მედიკამენტები.

წყარო:ამერიკის ხმა

აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა...

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა...

რუსი ოკუპანტების შეტევა 4 მიმართულებით ჩაიშალა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა შეტევა 4 მიმართულებით წამოიწყეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. "სევეროდონეცკის...

4 ელემენტი, რომელიც ჩემთვის გამარჯვების აუცილებელი კომპონენტია – კულება

„გამარჯვება არის ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმისა და დონბასის გათავისუფლება. რეპარაციის გადახდა. ომის დამნაშავეებისა და...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...