პანდემიის შედეგები მსოფლიო ბიზნესისთვის– ნახეთ, ვინ გამდიდრდა და ვინ იზარალა ყველაზე მეტად

დასავლური სამყარო აქტიურ ვაქცინაციას განაგრძობს და სწრაფად გამოდის ერთწლიანი ლოკდაუნიდან, რომელმაც ბიზნესი ძლიერ შეარყია. მაღაზიები კვლავ იხსნება, რესტორნები ვერანდებს ხსნიან. ადამიანები და კომპანიები კვლავ იწყებენ ფულის ხარჯვას, კრედიტების აღებას, შენებას და ვაჭრობას. ზოგი მოგებას ითვლის, ზოგი კი ზარალს.

გამარჯვებულები და წაგებულები პანდემიის ერთი წლის თავზე სეზონის ბოლო, ზამთრის კვარტლის ფინანსურმა ანგარიშგებამ გამოავლინა. მანვე აჩვენა, როგორ აფასებს ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის სისწრაფეს. გარდა შედეგებისა, კომპანიებმა ტრადიციულად პროგნოზებიც დადეს, რომელშიც პოსტკოვიდური ეკონომიკის კონტურები ჩანს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ზამთარი საყოველთაო სტაგნაციის პერიოდი აღმოჩნდა ზოგიერთ სფეროში – მაგალითად ტურიზმში და ავიაციაში. სამაგიეროდ სწრაფი ზრდის პერიოდი სხვა ბიზნესებისთვის, როგორიც არის ონლაინ ვაჭრობა და საკვების გამოძახება. თუმცა, გამოიკვეთა მოულოდნელობებიც.

პირველ რიგში იმაზე, რაც დიდი ხანია ცხადია: ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების ხუთეული – Amazon, Apple, Google, Facebook და  Microsof დამაჯერებლად მიიწევენ წინ მსოფლიო ეკონომიკური ბატონობისკენ. პანდემია მათთვის ამ გზაზე მხოლოდ ხელშემწყობი აღმოჩნდა, რადგან ინტერნეტ ვაჭრობის, ონლაინ ურთიერთობების, სახლიდან მუშაობის ბუმი გამოიწვია და გაზარდა მოთხოვნა კომპიუტერებზე, გაჯეტებზე, კონტენტზე და ინტერნეტ რეკლამაზე.

თანამედროვე ბიზნესის ამ ხუთი მონსტრის საერთო შემოსავალმა წლის პირველ კვარტალში 40%–ით მოიმატა და 300 მილიარდს გადააჭარბა. მოგება კი გაორმაგდა და 75 მილიონი შეადგინა.

პანდემიის წელს ფავორიტებს შორის აღმოჩნდნენ ფარმაცევტული კომპანიებიც მსოფლიო მაშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამო სწორედ სამედიცინო სფეროში. თუმცა, ამ სფეროში ყველაფერი არც ისე მარტივია.

სანამ ყველა ნიღბების, ჟანგბადის და ვაცინების შეძენით იყო დაკავებული, მოთხოვნა სხვა წამლებზე და აღჭურვილობაზე დაეცა. ჯანდაცვის სისტემების მთელი ძალები და რესურსები კოვიდთან ბრძოლისკენ აღმოჩნდა მიმართული, სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა და მურნალობა კი დაზარალდა. პოტენციური პაციენტები კი დღემდე ერიდებიან საავადმყოფოს და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ექიმს აღარ მიმართავენ.

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტები, Merck და  Bristol Myers Squibb ჩივიან, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატების გაყიდვებმა იკლო. Amgen სულ უფრო ნაკლებ ართრიტის საწინააღმდეგო წამალს ყიდის, ბრიტანული Reckitt Benckiser კი ყელის ტკივილის საწინააღმდეგო აბებზე – Strepsils–ზე მოთხოვნის პრაქტიკულად არარსებობის წინაშე აღმოჩნდა, რადგან სოციალური დისტანცირების პირობებში გრიპით დაავადება თითქმის 90%–ით შემცირდა.

გამოდის, რომ მომგებიან მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ, ვინც პანდემიის დროს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს – Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინას აწარმოებს.

ასეც მოხდა. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში მოწონებული და მასობრივად მოხმარებადი ოთხი ვაქცინიდან მხოლოოდ ორმა მოუტანა შემქმნელებს მილიარდებიანი მოგება, რადგან ამერიკულმა Johnson & Johnson–მა და შვეიცარულ–ბრიტანულმა AstraZeneca–მ პირობა დადეს, რომ ვაქცინას თვითღირებულებით გაყიდდნენ და არ ფოკუსირდებოდნენ მოგებაზე მათ მიერ შექმნილი პრეპარატით, რომლის შემუშავებაში გადასახადის გადამხდელების და ფილანტროპების ფული ჩაიდო.

რაც შეეხება Pfizer–ს და   Moderna–ს, მათ ასეთი ვალდებულებები არ აუღიათ და ფაქტიურად ოქროს საბადოს მფლობელები აღმოჩნდნენ. მათი ვაქცინის ორი დოზა დაახლოებით 30 დოლარი ღირს, მაშინ, როცა ჯონსონის ვაქცინის ერთი დოზა და ასტრა ზენეკას ორმაგი დოზა ორჯერ იაფი გამოდის.

შედეგად, პატარა კომპანია მოდერნამ მისი 11 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად მიიღო მოგება. მან პირველ კვარტალში 1.7 მილიარდი დოზა ვაქცინა გაყიდა, ფარმაცევტულმა გიგანტმა ფაიზერმა კი ორჯერ მეტი თანხისა. კოვიდის ვაქცინის გაყიდვამ კომპანიის შემოსავლის მეოთხედი შეადგინა, ჯამში კი წლის ბოლომდე ის 26 მილიარდი დოლარის ვაქცინის გაყიდვას გეგმავს. მოგებას ფაიზერი თანაბრად უყოფს მისი ვაქცინის შემქმნელს, გერმანულ BioNTech–ს.

მაშტაბური ვაქცინაცია განვითარებულ ეკონომიკებს ათობით მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, თუმცა ამ ხარჯმა საკუთარი თავი უკვე გაამართლა, რადგან აშშ–ს და ევროპას საშუალება მისცა მკაცრი შეზღუდვები მოეხსნათ და კრიზისიდან გამოსვლა დაეწყოთ საქმიანი აქტივობის ერთწლიანი უპრეცედენტო შეზღუდვის შემდეგ.

მათ მხოლოდ დაეხმარათ ის, რომ ჩინეთმა – მსოფლიო ფაბრიკამ, ნედლეულზე და დასავლურ საქონელზე მოთხოვნის მთავარმა მამოძრავებელმა სწრაფად დაამარცხა ვირუსი და წარმოებისა და მოხმარების ძველებურ ტემპებს დაუბრუნდა.

ამას კარგად აჩვენებს ფუფუნების საგნების და ძვირადღირებული პროდუქტების წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მაღაზიები დაკეტილი იყო, ჩინეთსა და აშშ–ში გაყიდვებმა  უზრუნველყო არაპირველადი მოხმარების პროდუქტების გაყიდვების ლიდერის, კომპანია LVMH–ის მოგების 8%–იანი ზრდა. ეს კომპანია მთელ რიგ ძვირფას ბრენდებს ფლობს, მათ შორის არიან:  Dom Pérignon, Louis Vuitton , Bvlgari. ჩანთების მწარმოებელი ძვირადღირებული ბრენდის, Hermès–ის გაყიდვები კი წლის პირველ კვარტალში მესამედით გაიზარდა.

ყველაზე მეტად კი ეკონომიკის გამოცოცხლებით მათ მოიგეს, ვინც ისედაც არც ისე ცუდად გრძნობდა თავს პანდემიისას – ტვირთების გადამზიდავებმა.

გადაზიდვები ლოკდაუნის დროს შემცირდა, თუმცა ახლა იმდენად სწრაფად გაიზარდა და იმდენად გაძვირდა, რომ სატრანსპორტო კომპანიები დარწმუნებულნი არიან, ფასებმა რომც დაიწიოს, კოვიდამდელ პერიოდს აღარასდროს დაუბრუნდება. ეს მათ საპროგნოზო მაჩვენებლებზეც აისახა.

კონტეინერების გადაზიდვა ამერიკასა და აზიას შორის წყნარი ოკეანის გავლით პანდემიის დროს სამჯერ გაძვირდა, ტრანსატლანტიკურ მარშრუტებზე კი ფასები თითქმის გაორმაგდა. ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან ევროპა აზიასა და ამერიკას წარმოებისა და მოხმარების ძველ ტემპებთან დაბრუნებაში ჩამორჩება, კონტეინერების დეფიციტი კი იზრდება სუეცის არხში მომხდარი ავარიის გამო, რომელმაც საზღვაო გადაზიდვებში მაშტაბური შეფერხებები გამოიწვია. არადა მსოფლიო ვაჭრობის 90% სწორედ საზღვაო გადაზიდვებზე მოდის.

გადაზიდვების გაძვირების გამო დანიური კომიანია Maersk–ის შემოსავლები პირველ კვარტალში გაორმაგდა. მსოფლიოში საკონტეინერო გადაზიდვების ლიდერმა პირობა დადო, რომ შიფინგის მომსახურება მინიმუმ 2022 წლამდე არ გაიაფდება.  Maersk–მა მოგოების პროგნოზი ამ წლისთვის ორჯერ გაზარდა და იმედი აქვს, რომ წელს 10 მილიარდს გამოიმუშავებს, საიდანაც 7 მილიარდს აქციონერებს დაუბრუნებს.

ეს კომპანია არ არის გამონაკლისი. საქონლის, ფოსტის და სხვა ტვირთების გადაზიდვის ბიზნესი პანდემიის დროს ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ამ სფეროში ჩართული მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ფასი წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. იგივე სიტუაციაა ევროპაში. Deutsche Post–ის მოგება, რომელსაც ეკუთვნის საკურიერო სამსახური DHL, წლის პირველ კვარტალში გასამმაგდა, თანაც არა მხოლოდ საფოსტო გზავნილებზე მოთხოვნის  და ინტერნეტ ვაჭრობის ზრდის გამო, არამედ სრულიად მოულოდნელი მიზეზებით.

პანდემიამდე ყოველი რეგულარული ავიარეისის სატვირთო განყოფილებაში ჩემოდნებთან ერთად ფოსტა და სხვა ტვირთიც გადაჰქონდათ. კორონავირუსმა სამგზავრო ავიამიმოსვლა შეაჩერა, კურიერულმა სამსახურებმა კი, რომლებსაც საკუთარი ავიაპარკი ჰქონდათ, მოულოდნელად კონკურენტული უპირატესობა და დამატებითი შემოსავლები მიიღეს.

DHL მისი 260 თვითმფრინავით გამონაკლისი არ არის. UPS –ს ორჯერ დიდი ფლოტი აქვს, FedEx –ს კი 700–ზე მეტი სატვირთო თვითმფრინავი ჰყავს. ორივე ამერიკულმა კომპანიამ ამერიკის ხელისუფლებასთან ვაქცინების მიწოდებაზე დადო კონტრაქტები. მათი ფინანსური ანგარიშები მომგებიანობისთვის იყო “განწირული“, თუმცა შედეგმა ყველა პროგნოზს გადააჭარბა – UPS –ს მოგება წლის პირველ კვარტალში 27%–ით,   23 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა,   FedEx – ის კი  23% –ით და  21,5 მილიარდი შეადგინა

გადამზიდველების შემოსავლები პანდემიის ყველაზე მძიმე დღეებშიც იზრდებოდა ინტერნეტ გაყიდვების შედეგად, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა ტრადიციულ გამყიდველებს. სწორედ ეს ბიზნესი აღმოჩნდა წლის ყველაზე დაზარალებული ბიზნესი.

ჩვეულებრივი მაღაზიები დღემდე ვერ გამოსულან მდგომარეობიდან. ამას წლიური ანგარიშები ნათლად აჩვენებს.

ტანსაცმლის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილმა გამყიდველმა, შვედურმა Hennes & Mauritz–მა პირველ კვარტალში გაყიდვების მეხუთედი დაკარგა და მოგების ნაცვლად 160 მილიონიანი ზარალი ნახა, რადგან  მსოფლიოში H&M–ის მაღაზიების მესამედი ლოკდაუნის გამო დახურული იყო.

რითეილერებთან ერთად დიდი ზარალი ნახეს კომერციული უძრავი ქონების მფლობელებმა, ანუ მათ, ვინც მაღაზიებზე ფართს აქირავებს. მაგალითად, ბრიტანეთში გამქირავებლები კლიენტებს პანდემიამდეც კარგავდნენ, თუმცა ლოკდაუნმა მათ უდიდესი დარტყმა მიაყენა. ყოველი მეშვიდე სავაჭრო ფართი ახლა ცარიელია.

პრობლემები შეექმნათ საოფისე ფართების მფლობელებსაც. ბრიტანეთის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მეიჯარის, კომპანია  Grosvenor Group–ის ანგარიშის  მიხედვით, რომელიც მთელ მსოფლიოში ფლობს სავაჭრო ფართებს და საცხოვრებელ უძრავ ქონებას, ეს წელი “ისტორიულად ცუდი“ აღმოჩნდა.

რაც შეეხებათ ბანკირებს, თავდაპირველი შიშები არ გამართლდა და პანდემიიდან გამოსვლის პერიოდში სიფრთხილისა და მობილიზაციის შედეგად მათი მოგება გაიზარდა.

პადნემიის დაწყებიდან მათ “უსაფრთხოების ბალიშების“ შექმნა დაიწყეს, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ და რეზერვების ნაწილის გამოყენება აღარ დასჭირდათ. შედეგად, რეზერვები საქმეში გაუშვეს და მოგებაც ნახეს. ამაზე მეტყველებს წამყვანი ბრიტანული ბანკების – Lloyds –ის და  HSBC–ს ანგარიშები.

მიუხედავად ზამთრის სირთულეებისა, ჯამში პირველი კვარტლის ანგარიშგება საკმაოდ პოზიტიურია. დასავლური ეკონომიკის სწრაფი აღდგენით წახალისებული მენეჯერები თვლიან, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ზარალი წარსულში დარჩება. ბიზნესმა გაძვირება დაიწყო, რადგან ინვესტორებმა, რომლებიც პანდემიის დროს ფულს მხოლოდ  Amazon, Apple, Google, Facebook და Microsoft–ის აქციების შეძენაში დებდნენ, ბოლოს და ბოლოს დაიჯერეს, რომ სხვა კომპანიებიც შეძლებენ გადარჩენას და ფულის შოვნას. ამიტომაც ფულის ნაწილის ჩადება მათ ფასიან ქაღალდებში დაიწყეს.

თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ჯერჯერობით ისევ შავი დღე უდგას. მაგალითად, მსოფლიოში უმსხვილესმა კონფერენციების ორგანიზატორმა ბრიტანულმა კომპანიამ, Informa–მ ანგარიშში გასული წლის 1 მილიარდიანი ზარალი აჩვენა და განაცხადა, რომ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბიზნესი კოვიდამდელ ბრუნვებს ყველაზე ბოლო დაუბრუნდება – მხოლოდ მას შემდეგ, რაც პანდემია საბოლოოდ დასრულდება და ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

ის ბიზნესი, ვინც ფულს ადამიანების ერთად შეკრების, გართობის და ურთიერთობების სურვილით შოულობს, ჯერჯერობით ისევ მძიმე დღეშია.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა თანამდებობა – კობახიძე

მმართველი გუნდის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ...

“ოპერაციას გეგმავდნენ გახარია-საბანაძე.ისინი იყვნენ ამაში ჩართული”–კობახიძის ახალი ბრალდება 20 ივნისზე

"ოპერაციას გეგმავდნენ ორი ეს იყო გახარია და საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში...

საქართველოს ვალმა 31.5 მილიარდს გადააჭარბა, სესხების აუთვისებლობის გამო კი მილიონობით ლარის ჯარიმებს იხდის

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე – დავით...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს არ არის...

მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებშიმზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს...

დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია – IDFI

"დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია"- ასე ეხმაურება,"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან...

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...