“კახა კუჭავას ინიციატივით 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კანონში ცვლილების ინიციატორები ოპოზიციიდან დეპუტატებიც ვიყავით, რითაც სახელმწიფო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშის შებღალვა ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ითვალისწინებს. მოვუწოდებ შსს-ს იმოქმედოს კანონის შესაბამისად ისევე როგორც მოვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარისგან მიბაძოს წინა პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის ხელით აღმართოს ევროკავშირის დროშა!”
ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია პრორუსული, ძალადობრივი პარტიის “ალტ-ინფოს” წევრებისა და მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას.