პარლამენტიდან ვიბრძოლებ სამართლიანობის აღდგენისთვის – ზილფიმიანი პარლამენტში შედის

“პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე–8 ნომერმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ზილფიმიანი ღია წერილში წერს.

„ჩემი ცხოვრების მანძილზე, წარსულიდან მოყოლებული, დღემდე, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ყოველთვის ვმოქმედებდი ჩემი მოქალაქეობრივი მრწამსისა და ქვეყნის საჭიროების შესაბამისად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მხარს ვუჭერდი ამა თუ იმ პოლიტიკურ მიმდინარეობას. კერძოდ, 2004 წელს, ქვეყნის განახლებასა და აღმშენებლობას. 2012-ში, კაცთმოძულე ტირანიის გადაგდებას, ხოლო შემდგომ, პატრიოტიზმსა და სამართლიანობის აღდგენას. ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში მომხდარი თითქმის ყველა კატაკლიზმის მსხვერპლი გავხდი, ისე, როგორც ეს იყო აფხაზეთის მოვლენებში ჩემი მონაწილეობისას, „ბასილისტების“ შავი ინკვიზიციის პერიოდში, რომლებმაც წიგნების დაწვითა და დარბევით (მათ შორის, ჩემი კომპანიის) დატოვეს კვალი. ასევე, 2012 წელს, დამოუკიდებელი ტელევიზიების სიგნალის გავრცელების შესაწყვეტად, იმდროინდელი რეჟიმის მიერ, ისევ ჩემი კომპანიის სრული დარბევით დასრულდა. მიუხედავად ყველაფრისა, მესამედ მომიწია კომპანიის აშენება და კვლავაც იგივე საქმიანობას ვახორციელებ, როგორც ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი”,– წერს ზილფიმიანი.

მისივე მტკიცებით, დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება.

“პოლიტიკა არასოდეს მიმაჩნდა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობად, ვიდრე ჩემი სამეცნიერო, აკადემიური, მედია და ტექნიკური მიმართულებანი, რომელთაც დავუთმე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებსა და კოსმოსურ სააგენტოებში, ვარ რა, უკვე მრავალი წელია, ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტი. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის“, – ნათქვამია ზილფიმიანის წერილში.

ცესკოს მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა, ის პარტიას დატოვებს.

სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე

"რუსული კანონის წინააღმდეგ" 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ "წყლის ჭავლთან მოცეკვავე...

საცოდაობას, სახელად ირაკლი ღარიბაშვილს… – ნიკა გვარამიას პასუხი პრემიერს

"საცოდაობას, სახელად ირაკლი ღარიბაშვილს, შევახსენებ, რომ ტელეკომპანია იმედის ან ნებისმიერ სხვა საქმეში ჩემი დადანაშაულება...

ვირთხები, გიენები და ქალაჩუნები არიან – სანიკიძე “ოცნების” დეპუტატებზე

კარგად ვარ, არა მიშავს. ვირთხებისა და გიენების ხელში როგორ ვიქნები მათ ჩემი გამოსვლები...

გუბაზ სანიკიძემ საკუთარ დედაზე შეიწერა – კობახიძე

"რამდენჯერაც გუბაზ სანიკიძე გამოვა ასეთი განცხადებებით, მას ბრალი დასდეს რაში, თვითონაც იცის, 100,000 დოლარი...

“ღარიბაშვილების დღევანდელ ბოდვაზე…ვისაც გჯერათ, სულელები არ ხართ, უიმედო ყ**ეები ხართ” – ჯაფარიძე

"ღარიბაშვილების დღევანდელ ბოდვაზე რას ითხოვს ჩვენგან ევროპა (დასავლეთი): - კლანისგან და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ სასამართლოს - წესიერ...

”გავაცილოთ გერმანიის საგარეო მინისტრი ევროკავშირის დროშებით ” – მოქალაქეების ინიციატივა

მოქალაქეები ინიციატივის გამოდიან, რომ დღეს 19:30 საათზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, საქართველოდან...

ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები – ზარქუა ევროპარლამენტარებზე

„დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ ღირსებით. პირადად არ მგონია, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები,...

პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს – ხაბეიშვილი დეკანოიძის წასვლაზე

ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ძალიან არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ როცა მთავარი...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...