პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა რომ კიდია, ეგ არის დანაშაული. მე და საქართველოს [მოსახლეობის] ძალიან დიდ ნაწილს ასეთი პოზიცია გვაქვს. ეგ დროშა რომ მანდ კიდია, ჩვენი სირცხვილია […] ჩვენ არავისგან არაფერ მითითებებს არ ვიღებთ, ჩვენით ვმოქმედებთ […] [რუსულ არხებზე] გუშინდელი ეთერები ვნახე და ყველგან არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი. მე არ ვიცი, ისინი ზეიმობენ თუ რას შვრებიან, მაგრამ ყველა არხზე, რაც კი იქ არსებობს, პირველი ახალი ამბავი ეს იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ის ვიღაც გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. თან აქცია არც გვქონია, ჩვენი ოფისის დასაცავად შევიკრიბეთ და რუსთაველზე სპონტანურად გავიარეთ. თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ დაგვჭირდეს, სად მეტი ადამიანი გამოვა, გინდათ, რომ მაგას მიგვაზომოთ? დამიჯერეთ, ჩვენ თუ გამოვედით, იქ ყველა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. პირდაპირ გეუბნებით. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ისინიც.