ქართული ოცნების უმრავლესობამ ოპოზიციონერი 51 დეპუტატის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მანდათი არ შეუწყდათ შემდეგ ოპოზიციონერებს: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანს, დავით ბაქრაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველს, გიორგი გოდაბრელიძეს, რომან გოცირიძეს, ხატია დეკანოიძეს, ლევან ვარშალომიძეს, გიორგი ვაშაძეს, გრიგოლ ვაშაძეს, აბდულა ისმაილოვს, მანუჩარ კვირკველიას, ვახტანგ კიკაბიძეს, დავით კირკიტაძეს, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილს, პაატა მანჯგალაძეს, ნიკა მაჭუტაძეს, ნიკანორ მელიას, აკაკი მინაშვილს, ტარიელ ნაკაიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, გუბაზ სანიკიძეს, სულხან სიბაშვილს, ზაალ უდუმაშვილს, დავით უსუფაშვილს, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძეს, თამარ ჩარკვიანს, ემზარ ჩოჩელს, ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძეს, ანა წითლიძეს, დევი ჭანკოტაძეს, დილარ ხაბულიანს, მამუკა ხაზარაძეს, დავით ხაჯიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.
დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მანდატების არგაუქმებით დეპუტატებს აძლევენ შესაძლებლობას, “პატივი სცენ საკუთარი მხარდამჭერების ნებას”.