პარლამენტში არშესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა – ჩუგოშვილი

პარლამენტში არშესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულს უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს.

ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს  და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები.

პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა ვიდრე ოდესმე.

ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე მძიმე შეცდომა იქნება”, – წერს ჩუგოშვილი.

თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, სიას გავანულებთ – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, "ენმ–ძალა...

ილია II თვითონ ემალება კოვიდს, მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქი ილია II კორონავირუსს ემალება, პარალელურად კი ეკლესიებში...

“მეკითხებოდნენ თქვენ რაზე ზიხართო“–Covid 19-ით ინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მოხვდა

Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების...

“ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“–ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო...

ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

"ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

მოვიდეს ის ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია – ლევან რატიანი ეპიდვითარებაზე

ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ...

ბაიდენმა ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე შეარჩია. ვინ არის ენტონი ბლინკენი

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის ფორმირების შემდეგ საგარეო პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს. საკვანძო...

პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე...

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო