პარლამენტში ოპოზიციონერებს შეეძლებათ ვიცე-სპიკერის კანდიდატურის წარდგენა – მდინარაძე

“პარლამენტში ოპოზიციონერებს შეეძლებათ ვიცე-სპიკერის კანდიდატურის წარდგენა”- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტარებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს შეეძლებენ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატები წარადგინონ.

“მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ, გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები. ოპოზიციურ  პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს ასევე შეეძლებათ, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ამასთან დაკავშირებით “ევროპელ სოციალისტებს” ქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის გაეზარდოთ 15 წუთი”, – აცხადებს მდინარაძე.

თავდამსხმელები დღეს ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო – ვოლსკი სანაიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახო სანაიაზე თავდასხმას ოპოზიციური მედიის კრიტიკით პასუხობს. " კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და უარს...

წარმოუდგენელია, ხელისუფლებას რამე ჩარევა ჰქონდეს – ზავრადაშვილი სანაიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლება...

გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს – EMC შსს-სა და პროკურატურას

EMC ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტს. "მნიშვნელოვანია,...

აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა კოლაუ ნადირაძის ლექსი “25 თებერვალი” წაიკითხეს (ვიდეო)

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც საელჩოს თანამშრომლები...

“ვირუსი არსად წასულა” – ოცნების დეპუტატ გივი მიქანაძეს COVID-19 დაუდგინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურა. "როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე...

ივანიშვილის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია – ბოკერია სანაიაზე თავდასხმაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა ივანიშვილის პროპაგანდის...

ოკუპაციის 100 წლისთავის შესახებ მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია. "1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა...

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება. "ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო