პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასის მიღების თხოვნით პარლამენტს მიმართა.
იოსელიანის განმარტებით, პარლამენტისთვის მას და ალეკო ელისაშვილს არ მიუმართავთ.
“დღეს აქტუალური თემაა, ვინ მიმართა პარლამენტს არჩეული დეპუტატებიდან ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით. მეც ძალიან მაინტერესებს, შემთხვევით ის დეპუტატები ხომ არ არიან, ვინც მანდატებზე უარი თქვა მოლაპარაკების დასრულებამდე. ეს 2 დოკუმენტი მივიღეთ ჩვენც რამდენიმე დღის წინ, სადაც გვთხოვს პარლამენტი, გავუგზავნოთ ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. დღემდე არაფერი გაგვიგზავნია და არც ვაპირებთ სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება და არ გადავწყვეტთ შევდივართ თუ არა პაელამენტში. თანმიმდევრულობა აკლია ოპოზიციის ერთ ნაწილს, ჩემი აზრით”,– წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში და პარლამენტის აპარატიდან მიღებულ წერილებს აქვეყნებს.