პარლამენტში “FARA”-ს კანონპროექტი და მედიის შემზღუდავი ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირა

თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე, მათივე მტკიცებით ამერიკული FARA-ს ანალოგი და მედიის შემზღუდავი ახალი კანონპროექტები დაარეგისტრირა
  •  “აგერ არის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი და იდენტურია აშშ-ში მოქმედი კანონისა” – თქვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტი, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს და იდ  განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

  • “ჩვენმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი დაინიცირებულიყო, იმისთვის, რომ მერე თარგმანში დაკარგვებზეც კი არ ყოფილიყო საუბარი. რიგ კანონებში დამატებით ცვლილებები დაგვჭირდება […] დამატებით დასჭირდება იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამ კანონს აღასრულებენ. მაგალითად, როგორც არის აშშ-ში, პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, პირდაპირ შტატებზე მითითებაც კი გავაკეთეთ და დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ქართულად ვთარგმნეთ, რომ მათ შორის, ინსინუაციები არ გამოეწვია თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებით, რომ აქ განსხვავებული რეგულაციებია […]აუცილებელია, რომ ის მექანიზმი, რაც კანონპროექტით შემოთავაზებულია, რასაც პრევენციული მიზანი აქვს, შესრულდეს – იქნება ეს კონკრეტული სახდელები თუ სასჯელის შემოღებით იმ ფორმითა და ზომით, როგორც აშშ-ში მოქმედებს”. – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ბიუროს სხდომაზე.