”ენმ-ი ის პარტიაა, რომლის გასამართლებასაც ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს. მათი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა სრული ანომალია და ეროვნული სირცხვილია […] ამ მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაა და მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შემთხვევაში შეცხადებისა თუ კრიტიკის საფუძველი ვერ გახდება.
პარტიების აკრძალვა დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვის არაერთგზის გამოცდილი და აღიარებული მექანიზმია, რომელსაც უკვე ათწლეულებია, მსოფლიო პრაქტიკა იყენებს […] უკრაინაში აკრძალულია 22 პარტია, საფრანგეთში – 13, რუმინეთში – 9. სია ვრცელია და ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა, ჩეხეთი და ა.შ. […] ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა, არჩევნების შემდეგ, რეალობად იქცევა”.