პარტიის დატოვებაზე განცხადებას, ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ – სამადაშვილი

”პარტიის დატოვებაზე განცხადებას, ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ”-პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეს განცხადება, ტელეკომპანია რუსთავ2-ის ეთერში გააკეთა.

“ოფიციალური განაცხადი პარტიის წევრობის დატოვებაზე არ გამიკეთებია ჯერ, ვთქვი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ. არ მგონია, გამოვრიცხავ დავრჩე პარტიის რიგებში, მაგრამ ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე გავაკეთებ ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ”- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი შარლ მიშელის შეთანხმებას ნაციონალური მოძრაობისგან დამოუკიდებლად შეუერთდა, რის შემდეგაც, პარტიის ხმარდამჭერებმა ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარები დაუწერეს. ამის შემდეგ, სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.