“პარტიის დატოვება მოუწევს”-ინაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც პარტიის წევრებს უფლებამოსილება შეუჩერეს

თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„სასწრაფოდ, გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს დადასტურება ჩვენი განცხადების, ხომ არ გადავიფიქრეთ? ჩვენ, რა თქმა უნდა დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება, თუმცა ეს განაპირობა „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა არ გვინდოდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. „ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმასა, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს რეგლამენტს და კონტექსტიდან მოწყვეტით გადის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

„ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვეკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?“ – განაცხადა ინაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს.

ჩივილს არ ვაპირებ – ჩავლეიშვილი დაკავებულ ფანგანზე

"ჩივილს არ ვაპირებ "- აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს,...

NDI-ის ბოლო კვლევის მთავარი შედეგები– რა პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად...

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური...

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი ვერონაში 200 ევროს ღირებულების...

მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას – გამყრელიძე

''მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას''- ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის...

კომენდანტის საათის დროს თბილისში სპარი გაქურდეს

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მდებარე სპარში გვიან ღამით რამდენიმე ადამიანი შეიჭრა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ  რისი...

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში მცირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  298 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის...

ტურიზმის სექტორი მთავრობას მიმართავს და შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართავენ და 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. რეკომენდაციები...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო