რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი, უარი უთხრას ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს. ჩვენ უარი უნდა ვუთრათ მთავრობას, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს.[…]

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს კოალიციას, ძლიერ საქართველოს, N9-ს.

ამ არჩევნებზე ჩვენ ვისახავთ 3 მთავარ მიზანს:

  1. ეს არის რუსეთის გავლენისგან საქართველოს გათავისუფლება დაუყოვნებლივ და ევროპული გზის გაგრძელება.
  2. პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა.
  3. 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა დიდი პროექტები.

დღეს თქვენს წინაშე მინდა, ავიღო ვალდებულება არამხოლოდ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, არამედ იმაზეც, როდის შევასრულებთ ამ დაპირებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ძლიერი საქართველოს ლიდერობით შექმნილი მთავრობა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს პირველ 3 კვირაში სამი პრიორიტეტის შესასრულებლად. […]

ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის ტენდერს, რათა შეირჩეს დასავლური, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია და ანაკლიის პორტის მშენებლობა სრულად დასრულდეს. აქვე მინდა გითხრათ, ჩვენი გეგმის მიხედვით ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. […]

ჩემი დიდი სურვილია, რომ ძლიერი საქართველო, N9 იყოს თქვენი არჩევანი, მაგრამ ამავე დროს, პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ არჩევანს, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნებზე წახვალთ და ხმას მისცემთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, მეორე დღეს იქნებით იმედგაცრუებულები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვით.

განაცხადა ამის შესახებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.