პატრიარქის ბრძანებით მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.

კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.

კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.

წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.

აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.

უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ვიმუშავებ 4 პრიორიტეტზე – დანიგენი

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ჩემი ყურადღება მიმართული იქნება 4 პრიორიტეტისკენ. პირველი, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება აშშ-ის...

სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში  ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. ჟურნალისტებს პოლიცია...

მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშეა დაკავებული, ჩათვალეს, რომ მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა – ბოკერია დაკავებულ აქტივისტზე

ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ...

“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო...

სემეკმა GWP 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის...

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს – ოხანაშვილი

„ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც...

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო – TI

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო - ამის შესახებ ინფორმაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატს ტოვებს

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ის ფეისბუქზე წერს, 31 მარტი მისი...

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...