პელე გარდაიცვალა

ბრაზილიაში   ფეხბურთის ლეგენდა, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. პელე მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მოცილების შემდეგ მკურნალობას 2021 წლიდან გადიოდა. გასული ერთი თვის განმავლობაში იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს მრავალი დაავადების გამო. გარდაცვალება მისმა აგენტმა ჯო ფრაგამ დაადასტურა.

პელეს ბევრი  ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

ინგლისისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა ბობი ჩარლტონმა ერთხელ თქვა, რომ ფეხბურთი პელესთვის იყო გამოგონილი.

მართლაც, მრავალი კომენტატორისა და გულშემატკივრისთვის დიდი ბრაზილიელი ფეხბურთის ყველაზე ნათელი პერსონიფიკაცია და ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.

მოედანზე მოძრაობის ელვისებური სიჩქარე შერწყმული იყო კარში დარტყმების  სიზუსტესთან.

პელე იყო არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ საზოგადო მოღვაწე, რომელიც იბრძოდა გარემოსთვის და ღარიბების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

საკუთარ ქვეყანაში ის გახდა ეროვნული გმირი, მსოფლიოში – მილიონებისთვის სპორტული კერპი.