პესკოვის თქმით, კრემლი პატივისცემით მოეკიდება სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის შედეგებს

კრემლის პრესპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პატივისცემით მოეკიდებიან სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს შეეხება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

„საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე და ჩვენ ამას პატივისცემით მოვეკიდებით. არ შემიძლია პოზიციის დაფიქსირება, ჩვენ სამართლებრივი და სხვა სახის ნაბიჯები ჯერ არ გადაგვიდგამს“, – განაცხადა პესკოვმა.

გუშინ, 30 მარტს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით გამოვიდა.