პესკოვის თქმით, სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზული ზეწოლას ქვეშაა

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა,  რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით კი, ახლა რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ ზეწოლას და დარტყმას განიცდის. მისი თქმით, აღნიშნული სანქციები “მტრული ხასიათის ქმედებებითაა” გამოწვეული.

“არის უსაფრთხოების ზღვარი, არსებობს პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა, ფეხზე ვდგავართ. ამ პირობებში ვიღებთ ზომებს, რომლებიც გვეხმარება რისკების მინიმიზაციაში და დაგვაზღვევს ეკონომიკური რყევისგან. ასეთ პირობებში აუცილებელია ვიმოქმედოთ მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად”. – აცხადებს პესკოვი.