პესკოვმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ”რუსეთის განუყოფელი ნაწილი” უწოდა

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებს, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს  “რუსეთის განუყოფელი ნაწილი” უწოდა. ამის შესახებ, მან ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას იქნება თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინისთვის დაბრუნება ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა, პესკოვმა ასე უპასუხა:

  • “საფუძველშივე არასწორი ფორმულირებაა. ეს რეგიონები რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილებია”. ამიტომ საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება”.- უპასუხა პესკოვმა.