“პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბათს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებით რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცია 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტალებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში.

შესაძლებელია, გაიზარდოს მოთხოვნა ჰოსპიტალიზაციაზეც. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია, იმართება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ დონეზე. სიკვდილიანობაც არ იზრდება, 30-ზე მეტია, მაგრამ არ არის 80-მდე, რაც გვქონდა. ამ მხრივაც სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის”

განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.