“დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 2000-მდე იყო, რაც ვიცით, რომ არ არის სრული ასახვა, რადგან შაბათ-კვირის შემდეგ არის, თუმცა ეს არის დაახლოებით 1000 ერთეულით ნაკლები იმაზე ნაკლები, რაც წინა პერიოდის იგივე დღეებში გვქონდა. არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები, ანუ ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა, ამდენად პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ კიდევ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს კვლავაც ესკალაცია
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვიცით, რომ გარდაცვალების შემთხვევების კლებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. დაახლოებით ორი კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ასე, რომ ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა”
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.