კრემლის პროპაგანდისტი, რუსული სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს მის ტელეგრამ არხზე აქტიურად გამოხატავს. ის რუსეთიდან ომის შემდეგ თბილისში გამოქცეულ რუსებსაც დასცინის და “ზემო ლარსელებს“ უწოდებს, რომლებიც მისი აზრით ახლა უკან რუსეთში უნდა გარბოდნენ. ბოლო სტატუსში კი თბილისის დაბომბვით იმუქრება:
„თბილისში მომიტინგეები ყვირიან: „სოხუმი! სოხუმი!’
სინამდვილეში, თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.
მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრის, დაუვიწყარი სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს, მაგრამ მე აუცილებლად ვნახავ, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად), მათ კრემლოლოგები აღარ დარჩათ, და არავინაა, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ არ დაუწყებს მოფერებას და ჯარს არ გაგზავნის იქ, უბრალოდ თბილისს დაარტყამენ ისე, რომ დიდად შერჩევას არ დაიწყებენ, თუნდაც იმიტომ, რომ:
ა) ახლა სენტიმენტების დრო არ არის
ბ) თბილისში არ არის კიევ-პეჩერსკის ლავრა
გ) ჩვენს ქვეყანაში არასდროს არავინ თვლიდა საკუთარ თავს ქართველებთან ერთ ხალხად, ხოლო რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა „თბილისის რუსეთი“.
ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მოსახლეობა მაინც შეიცოდეთ, რახან თვითონ არ ეცოდებათ საკუთარი თავი.“– წერს სიმონიანი.
მარგარიტა სიმონიანი კრემლის ერთ–ერთი ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მოითხოვდა, ომის დაწყების შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ყველა დანაშაულს ამართლებს და უფრო მეტ სისასტიკეს მოითხოვს.