საქართველოს ტელევიზიიის პირველი არხის ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან განხორციელდა.
წამყვანების რამდენიმეკვირიანი შერჩევის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანიდან, მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას.